ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი ახალ მთავრობაში ყოფნა დამოკიდებულია პრემიერობის კანდიდატის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას არ აქვს სურვილი ეკატერინე ტიკარაძე მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრი კვლავ გახდეს.
„ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია და მე დავემორჩილები მის არა სურვილებს, არამედ გადაწყვეტილებას. დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.




























