მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ვითხოვ იარაღს" - უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს მიმართავს

62d83cb347301
ალა ისპირიანი
20.07.22 21:49
678
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან ამერიკის შეერთებულ შტატებს საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გაგზავნა სთხოვა.

„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათი სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან.

მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს“, - განუცხადა მან სენატორებსა და კონგრესმენებს.

უკრაინის პირველმა ლედიმ დასძინა, რომ მას, ისევე როგორც ბევრ უკრაინელ დედას, სურს შვილებს მომავლის იმედი მისცეს.

„არ ვიცი შემოდგომაზე შეძლებს თუ არა ჩემი შვილი სკოლაში დაბრუნებას, ისევე, როგორც მილიონობით დედამ უკრაინაში. შეძლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას და ნორმალურ სტუდენტურ ცხოვრებას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები