მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მედიას ვაქცინაციისთვის განსაკუთრებულ პირობებს შევთავაზებთ" - სამინისტრო პროექტს ამუშავებს

6093e373203fe
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 17:17
680
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სამინისტროს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მედიის ჩართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გეგმა აქვს, რომელსაც შემდეგ კვირაში გაასაჯაროვებს.

„მედიის წარმომადგენლებს მივცემთ ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობას და ასევე განსაკუთრებულ პირობებს, იმისთვის რომ მედიას არ ჰქონდეს რიგში დაყოვნების კომპონენტში შეფერხება. ამასთან დაკავშირებით ვამუშავებთ პროექტს და მეტი დეტალს მედიის წარმომადგენლებს გავაცნობთ. მადიასაშუალებებს მივმართავთ ოფიციალური წერილით, რომლითაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც მედიაში დასაქმებულთა აცრა ორგანიზებულად მოხდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები