მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგადორსმა" მერიისგან შოურუმის მშენებლობის ნებართვა მიიღო

61c1a42a4bdda
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 21:30
553
თბილისის მერიამ “მეგადორს” შოურუმის მშენებლობის ნებართვა მისცა. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დირექტორმა, რაულ გაბაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობისგან ნებართვა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

შოურუმის მშენებლობას კი მომავალი წლიდან დაიწყებენ. როგორც კომპანიის დირექტორი გვეუბნება ამას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

“მეგადორსი” “აწარმოე საქართველოშის” ბენეფიციარია. პროგრამის ფარგლებში აღებული 6 მლნ ლარამდე სესხის მეორე ნაწილი სწორედ ახალი საწარმოს და შოურუმის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ BMG-ს გადაცემა "ანალიტიკამ" მოამზადა სიუჟეტი, სადაც "მეგადორსის" დამფუძნებელი ავეჯის ახალი კომბინირებული საწარმოს და შოურუმის აშენების შემაფერხებელ მიზეზებზე საუბრობდა. მეწარმის პრეტენზიების მთავარი ადრესატი თბილისის მერია იყო. რაულ გაბაიძე ყვებოდა, რომ თითქმის 10 თვის განმავლობაში მერიისგან ყველა საჭირო ნებართვის მიღება ვერ მოახერხა, რაც დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 10-15 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას აფერხებდა.

„ჩვენთვის სესხის დამტკიცებიდან უკვე 1.5 წელი გადის; ახლა თბილისის მერიამ საწარმოს და შოურუმის მშენებლობის ნებართვაც რომ მომცეს, გამიჭირდება ვალდებულების შესრულება, ამიტომ უკვე მივმართე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რათა სესხის პროცენტის სუბსიდირების ათვლა დაიწყოს მხოლოდ მას მერე, როცა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მექნება”, - აცხადებდა რაულ გაბაიძემ bm.ge-სთან.

თუმცა, 26 ნოემბერს მან BMG-ის უთხრა, რომ მერიამ ახალი საწარმოსთვის გამწვანების პროექტი დაუმტკიცა და მშენებლობის ნებართვასღა ელოდებოდა.

ვრცლად ამ თემაზე:

„აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი თბილისის მერიის მუშაობით უკმაყოფილოა - მიზეზები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები