მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგალაბი" ბაკურიანსა და გუდაურში კოვიდ-ლაბორატორიის მოწყობისთვის მოკვლევას აწარმოებს

603922eb39bc2
ინგა მურუსიძე
26.02.21 21:30
1569
სამედიცინო ლაბორატორია „მეგალაბი“ ბაკურიანსა და გუდაურში კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიის მოწყობის მიზნით მოკვლევას აწარმოებს. როგორც კომპანიის დირექტორი, მიშა დოლიძე BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, შემდეგ კვირაში უკვე ეცოდინებათ საბოლოო გადაწყვეტილება.

„ახლა ვსწავლობთ სიტუაციას გუდაურსა და ბაკურიანში და გადავწყვეტთ, დავიწყებთ ადგილზე მუშაობას თუ - არა. ვსწავლობთ ინფრასტრუქტურის საკითხს; ამ კვირაში გადაწყდება, ვიმუშავებთ თუ არა და - სად. მონდომებულები ვართ ძალიან, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე ვართ დამოკიდებული. ელემენტარულად გარემო უნდა ვიპოვოთ შესაბამისი, სადაც ლაბორატორიის მოწყობას შევძლებთ. ადამიანური რესურსით, მონდომებით და შესაძლებლობებით, სრულად მზად ვართ ამისთვის.

ვფიქრობთ, ამღები პუნქტების (სინჯების ამღები) გახსნას. თუ ადგილზე ვიქნებით, სწარაფი ტესტი შეიძლება ადგილზეც გაკეთდეს, თუმცა სხვა შემთხვევაში ამღები პუნქტის გახსნაზე ვფიქრობთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, ბაკურიანსა და გუდაურში არ არსებობს ლაბორატორია, სადაც pcr-ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი და ეს იმ ფონზე, როცა კურორტები იხსნება, ხოლო ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლიდან სამი დღის შემდეგ ტესტის გაკეთებას სახელმწიფო ავალდებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები