მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგასპორტი": ვუბრუნდებით 2019 წლის მაჩვენებლებს

61d71e51bace0
თათია ჩაფიჩაძე
07.01.22 12:00
674
კომპანია “მეგასპორტის” დირექტორის დავით ჩხეიძის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ გაყიდვების მაჩვენებლები 2019 წლის მაჩვენებლებამდე აღდგა.

Bm.ge-თან საუბრისას ჩხეიძემ განაცხადა, რომ წელს მოთხოვნა ადგილობრივი მომხმარებლის ხარჯზე გაიზარდა. ცნობისთვის, "მეგასპორტი" "დიზელის", "ნორს ფეისის" და "ტიმბერლენდის" ბრენდებს აერთიანებს.

“ნელ-ნელა ვუბრუნდებით 2019 წლის მაჩვენებლებს, როგორც ბრუნვის, ისე რეალიზაციის თვალსაზრისით იგივე ნიშნულებზე გავედით. ზუსტი მონაცემები ჯერ დათვლილი არ გვაქვს, ახლა ვლაგდებით, მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია.

გაყიდვები აღდგა უმეტესად ლოკალურად, ქართველი მომხმარებლის ხარჯზე. მოთხოვნა ახლაც გრძელდება, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

ყველგან ყველაფერი ახალი გვაქვს, მოვახერხეთ ისე, რომ სრულად ახალი კოლექციები შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და ბაზარმაც ხელი შეგვიწყო”, - განაცხადა დავით ჩხეიძემ.

მაჩვენებლების შესახებ დათვლილი მონაცემები ამ ეტაპზე არ აქვთ სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს. “სითი მოლსა” და “თბილისი მოლში” აცხადებენ, რომ მომხმარებლების რაოდენობა წინასაახალწლო პერიოდში შესამჩნევად გაზრდილი იყო, თუმცა მოიჯარეებისგან ზუსტი მონაცემები 15 იანვრისთვის ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები