მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეიჯერელ საქართველომ" პანდემიის პერიოდში 100-მდე ადამიანი დაასაქმა - ალექსანდერ მირონენკო

5ed7c2491b374
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 19:30
1776
"მეიჯერელ საქართველომ" პანდემიის პერიოდში 100-მდე ადამიანი დაასაქმა, - ამის შესახებ BM.GE-ს "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ განუცხადა.

კომპანიის დირექტორის თქმით, აპრილში ახალი პროექტისთვის კადრების შერჩევა სრულად დისტანციურად მოხდა.

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს. აპრილში დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე კონტენტის მართვას გულისხმობს. სწორედ ამ პროექტისთვის გამოცხადდა 100-მდე ახალი ვაკანსია. კანდიდატებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, შერჩევისა და დასაქმების პროცესები სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო, რაც გულისხმობს ონლაინგასაუბრებას, ონლაინტესტირებას (საჭიროების შემთხვევაში) და ასევე დისტანციური ადაპტაციის პროცესსა და ტრენინგს. დღევანდელი მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში უკვე დაახლოებით 100-მდე ადამიანი დავასაქმეთ "მეიჯერელში", პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ბიზნესების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა", - უთხრა BM.GE-ს ალექსანდერ მირონენკომ.

"მეიჯერელ საქართველოს" დირექტორმა პანდემიის პერიოდში შექმნილ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოწვევები კომპანია წარმატებით დასძლია.

"მთავარი გამოწვევა, თანმაშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა იყო, თუმცაღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდმა წარმატებით მოახდინა გარემოსთან ადაპტაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მეიჯერელი" საერთაშორისო კომპანიაა და გარკვეული ტიპის შეხვედრები და პროცესები ისედაც ონლაინ რეჟიმში ხორციელდებოდა, შესაბამისად ეს გამოცდილება ორგანიზაციას გაციფრულების პროცესების დანერგვაში დაეხმარა.

დაახლოებით მარტის ბოლო კვირას, სამუშაო პროცესები სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ დაგვეცვა თითოეული გუნდის წევრი პოტენციური რისკებისგან. დღეს საოპერაციო პროცესები მთლიანად სახლიდან იმართება და 1 200 თანამშრომელი დისტანციურად უზრუნველყოფს მომხმარებელების მომსახურებას", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს არსებული გამოწვევების გადასაჭრელად კომპანიაში COVID-19-ის პანდემიის გუნდი შეიქმნა, რომელიც პროცესებს დღემდე მართავს.

"ქვეყანაში პირველივე შემთხვევის დაფიქსირებიდან "მეიჯერელის" სამივე ოფისში დაინერგა სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები, კომპანია რეგულარულად ახდენდა ოფისების სრულ დეზინფექციას, სველი წერტილები და ოფისის სხვა სივრცეები მომარაგდა საჭირო ინვენტარით, განთავსდა სპეციალური საინფორმაციო ბანერები, სადაც COVID-19-თან დაკავშირებული ყველა ტიპის რეკომენდაცია იყო მითითებული. არსებული რისკის გამო, მთლიანად გაუქმდა საზღვარგარეთ მივლინებები, შეხვედრები და ტრენინგები გადავიდა ონლაინ რეჟიმზე, თანამშრომლები, რომლებიც დაბრუნდენ მოგზაურობიდან, ან ჰქონდათ კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, ვალდებული იყვნენ დაეცვათ 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი. "მეიჯერელში" ჩამოაყალიბეს COVID-19-ის პანდემიის გუნდი, რომელიც აკონტროლებს მიმდინარე სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენდნენ დაუყოვნებლივ რეაგირებას", - უთხრა BM.GE-ს "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორმა.

ცნობისთვის, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Majorel საქართველოში 2016 წელს შემოვიდა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann-სა და Saham-ის გაერთიანებით შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი - Majorel, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 50 000-ს აღემატება.

კომპანიის დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ინგლისური, ასევე თურქულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები