მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესამე მერს ვიცვლი, რომელიც მეუბნება რომ ჩვენს პრობლემებს მოისმენს, თუმცა, არაფერი იცვლება“ - World Sightseeing Tbilisi

60c8ca4cb57ea
მარიამ ადამია
15.06.21 22:00
693
"უკვე მესამე მერს ვიცვლი, რომელიც მეუბნება რომ ჩვენი კომპანიის პრობლემებს მოისმენს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა, გერმანე ჭელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სექტორი კომუნიკაციაზე გამოდის, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება, კომპანიას კი ყოველდღიურად ჯარიმების გადახდა უწევს.

„სახელმწიფო მეუბნება რომ Busline-ზე არ გაიაროო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არ გაჩერდეო, ხალხი დაასაქმეო, გადასახადები გადაიხადეო და ყველაფერს თუ ამიკრძალავენ, როგორ უნდა ვმართო ბიზნესი სწორად. მითხარით როგორ მოვიქცე და მოგყვებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მე ოპერირებაში ხელი მეშლება,“ - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

მისი თქმით, სასურველია ტურისტმაც იცოდეს, რომ მაგალითად ერთ კონკრეტულ ადგილას დახვდება კომპანიები, რომელიც ქალაქის ტურებს შესთავაზებენ.

„შვიდი წელია ვცდილობ, ვინმეს გავაგებინო ეს პრობლემა და მითხრას როგორ მოვიქცე, ყველაფერზე თანახმა ვარ, მთავარია პროცესი დაიძრას, თბილისის მერიიდან კი კონკრეტული პასუხი ვერც პანდემიამდე და ვერც მის შემდეგ ვერ მივიღეთ", - აღნიშნა World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის, ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi უცხოელ მოგზაურებს თბილისში ტურისტული ავტობუსებით კულტურულ და ისტორიულ ტურებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები