მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტრო საქართველო": ჯამურად, მილიონ ლარამდე ზარალი გვაქვს

5fe3301f1e339
ლიკა გურაბანიძე
24.12.20 09:00
897

"ფინანსურ ნაწილში, ჯამურად, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდე ზარალი გვაქვს,” - ამის შესახებ “მეტრო საქართველოს” მმართველმა პარტნიორმა მიხეილ დობორჯგინიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.


როგორც დობორჯგინიძემ განმარტა, მათ სფეროს სახელმწიფოს მხრიდან საშეღავათო ნაწილი არ შეეხო, რაც პრობლემას წარმოადგენს.


“ველოდებოდით, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანები გაიხსნებოდა, თუმცა ახლა ველოდებით უკეთეს პერიოდს, როდესაც კოვიდ პანდემია დარეგულირდება. სახმელეთო გადაყვანა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა. ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში 2 თვე ვიმუშავეთ და ამით შემოსავალს ვერ მივიღებდით. დღევანდელი მდგომარეობით, თანამშრომლების 80% უხელფასო შვებულებაში გვყავს გაშვებული და უკეთეს პერიოდს ველოდებით.
ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ შეზღუდვებს მოვრგებოდით, თუმცა აქ ის პრობლემა ჩნდება, რომ ამის დაცვას ერთი ან ორი კომპანია შეძლებს.


იმის გამო, რომ ჩვენ სფეროს ორგანიზებული სახე არ აქვს, სატრანსპორტო კომპანიები სახელმწიფო შეღავათების პროგრამაშიც ვერ მოხვდნენ. ქონების და საშემოსავლო გადასახადის შეღავათებთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს წერილობითაც მივმართეთ და პასუხს ველოდებით", - აღნიშნა მიხეილ დობორჯგინიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები