მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მის მსოფლიო 2021" მონაწილეების კოვიდით ინფიცირების გამო გადაიდო

61bc799181fc3
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.21 23:00
923
"მის მსოფლიო 2021", რომელიც პუერტო-რიკოში იმართება, მონაწილეების კოვიდით ინფიცირების გამო გადაიდო, 97 მონაწილიდან 23 მათგანს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მის მსოფლიო 2021-ის ორგანიზატორებმა, კონკურსის გადადებასთან დაკავშირებული განცხადება შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მონაწილეების, თანამშრომლების და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს ღონისძიების გადადება.

ორგანიზატორების ცნობით, მის მსოფლიო 2021 მომდევნო 90 დღის განმავლობაში გაიმართება.

„მას შემდეგ, რაც კონკურსის რამდენიმე მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომები გავამკაცროთ, რადგან ინფიცირების წყაროს წარმოადგენს როგორც სცენა, ასევე გასახდელი ოთახები. ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს,“ - აღნიშნულია მის მსოფლიოს სოციალური არხის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები