მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივაღწიეთ აბსოლუტურ რეკორდებს” - რამდენი ტრაილერი კვეთს საქართველო-რუსეთის საზღვარს?

64b82648a1391
ნინო ტაბატაძე
19.07.23 22:34
789
„ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ რეკორდებს” – ასე აფასებს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან დავიდოვი ზემო ლარსის საბაჟო- გამშვები პუნქტის მუშაობის ტემპს. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, რუსლან დავიდოვმა ანგარიში რუსეთის პრემიერს მიხეილ მიშუსტინს ჩააბრა.

„ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ რეკორდს. ივნისში 31 622 სატვირთოს გატარება მოხდა და ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ტემპს. ივლისში რიგები არ არის. ეს არის დღიურად 1000 სატვირთზე მეტი“, - თქვა დავიდოვმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთს საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საბაჟო პუნქტის გამტარუნარიანობის ზრდის თხოვნით სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმართა.

„სომეხი კოლეგები გვეხმარებიან ქართველ პარტნიორებთან სამუშაოების კოორდინაციაში, რომლებთანაც, ვთანხმდებით, როგორ მივაწოდოთ მანქანები ერთმანეთს კონტროლისთვის“,- ამბობს რუსი ჩინოვნიკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები