მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავლის ბიჭი"

BM.GE
20.02.22 14:28
752
იცით, არასდროს დამიმალავს, და მეტიც, მიამაყია კიდეც, რომ თითქმის ყველა გამარჯვებულმა ამ ელიტარული სიისა, საკუთარ ბიოგრაფიაშია მიუჩინა ადგილი ფორბსის 30 წლამდელთა სიაში დამსახურებულად არჩევას. ყველამ. და ყველამ გამოიყენა ეს ბრენდი სამომვალო წარმატების თუ ახალი მიზნის მისაღწევად.

ასე მიდიოდა ამ გზით ჩემი კიდევ ერთი ბიჭი. რომელიც, ამ სიის ნაწილია, და თავის მიზნებს ის აუცოებლად მიაღწევდა, ცხადია ფორბსის და ამ სიის გარეშეც, რადგან სხვანააირი შვილი, მეგობარი და მოქალაქე. ადამიანი იყო. ნიკო კვარაცხელია ამ ოფისის მკვიდრი გახდა, განუყრელი და ჩემი სამუშაო სივრცე იქნება, თუ ფორბსის სტუდიები, ნიკო ყველაგან არის, ისევე როგორც ყველას ემახსევრობა მომავალზე და განვიტარებაზე მომართული ერთი გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, რომელიც მაგალითი იყო და იქნება ყველა მომავალი 30 წლამდელისთვის. მარტო ტელევიზიით და საჯაროდ ვაძლევ თავს უფლებას ნიკოლოზე ვისაუბრო წარსულში, რადგან ის გაცილებით ახლოს არის ჩემთან ვიდრე არასდროს.

ნიკო შეიძლებოდა ამ გალერიის გამორჩეული წარმომადგენელი ყოფილიყო და საზოგაოდებას მისით ეამაყა, მისი ახალი პროექტებით, აგერ, თავის რჩეულ უროენ ბაფეტთან ერთად არის, ტვინს წამიღებდა ხოლმე მასზედ საუბრით, გამროჩეულად უყვარდა ბერქშაირ ჰეტევეის დამფუძნებელი ლეგენდარული ინვესტორი, საზოგადოებამ კი იცის, რომ ნიკო მარადისობაში გადავიდა, და იმდენად შეცდომა მგონია ეს ყველაფერი რომ დღემდე ვერ ვხსნი, მათ შორის ვერც ნიკოს ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტისას. ამ კვირაში მძიმე იყო ნიკოს დედის მორიგი წერილი, საზოგადოება მას გაეცნო. იქ იმაზე მეტი სიახლე არაფერი იყო, რაც არ იცის ამ პატარა თუ დიდმა ქალაქმა და ქვეყანამ მისი ხალხით. ჩვენ ველით სამართლის და ჭეშმარიტების დადგენას. და ველით რომ ნიკოს მაგალითზე ერთხელ და სამუდამოდ ბოროტს დაერქმევა ბოროტი, მსხვერპლს მსხვერპლი და არა დაზარალებული, მკვლელს მკვლელი, და არა მხოლოდ დამნაშავე. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ შევდგებით საზოგადოებად და მუდამ დავრჩებით ვალში არა ნიკოსთან, არამედ ჩვენს მომავალთან.

ეს ჩვენი მომავლის ბიჭი იყო. და ის მარტო ოჯახს არ მოუკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები