მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომდევნო 7-10 დღეში ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება" - ივანე ჩხაიძე

61d40a666d307
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 12:42
809
3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 148 შემთხვევა - ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. NCDC-ის ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა "ომიკრონის" შტამის გავრცელებას უკავშირდება. მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად დასტურდება.

„ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი 3 590 მიუთითებს, რომ ამის უკან „ომიკრონის“ ვარიანტი დგას, ვინაიდან წინა სამშაბათის მონაცემი თითქმის 1000-ით ნაკლებია. როდესაც ვამბობთ მაგალითად რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ ინფიცირების 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ეს არ ნიშნავს რომ ანალოგიური რაოდენობაა ქვეყანაში, შემთხვევების მატება გაცილებით მეტია. ის მატება რომელსაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის ინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა იქნებოდა, გამოწვეული იქნებოდა ომიკრონით, დღევანდელი მონაცემებით მყარდება. ქვეყანაში „ომიკრონის“ გამოვლენიდან 2 კვირაა გასული და ინფიცირების შემთხვევების მატება დაიწყო. სავარაუდოდ, მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები