მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსავლის რაოდენობა შემცირებულია, ბევრი ბაღი გაიჩეხა" - კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია

6308d75b45c57
მარიამ იზორია
27.08.22 09:30
864
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით კენკრის მოსავალი შემცირებულია. ამის მიზეზად კი ასოციაციაში ფერმერების მხრიდან კენკრის ბაღების გაჩეხვას ასახელებენ.

ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილის განმარტებით, შესაბამისი ცოდნის არ ქონისა და ნაკლები ყურადღების გამო, ფერმერებმა ბაღებს ვერ მოუარეს და მათი გაჩეხვა დაიწყეს, შესაბამისად, ეს მოსავლის რაოდენობაზეც აისახა.

„ზუსტ ციფრებზე საუბარი რთულია, თუმცა მოსავლის მოცულობა საგრძნობლად შემცირებულია. ბევრი ბაღი გაიჩეხა, ეს იმიტომ, რომ კენკრის ბაღების გაშენება მარტივი ეგონათ, არც ინფორმაცია ჰქონდათ და არც შესაბამისი ყურადღება დაუთმეს. ზოგმა კენკრამ კი კონკრეტულ რეგიონში არ გაამართლა. აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან, რეგიონების მიხედვით ჯიშების შერჩევა მოხდეს. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ გაივლის კონკრეტული ჯიში ადაპტაციას.

ზოგიერთმა ფერმერმა საკუთარი ძალებით კლიმატის ცვლილების გამო ახალი ჯიშების გაშენება დაიწყო. ჩვენი ასოციაცია რამდენიმე რეგიონში ფერმერებს ახალი ჯიშების გაშენებაში დაეხმარა, ამან გაამართლა, ახლა ვმუშაობთ, რომ ეს ჯიშები გამრავლდეს და სანერგეები გაკეთდეს, რათა ადგილობრივ ბაზარს ნორმალური ჯიშისა და ხარისხის პროდუქტი ჰქონდეს“ - აღნიშნავს ის.

ასოციაციის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ პრობლემას დაურეგისტრირებელი ნაკვეთებიც წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები