"მსგავსი კანონის მიღება ჩვენთვის დიდი ხნით დახურავს ევროპული ოჯახის კარს" - ჩივნინგის სტიპენდიატები ხელმოწერებს აგროვებენ
BM.GE
07.03.23 19:09
• 1595
ჩივნინგის სტიპენდიატები უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს აღნიშნული კანონი.
"ჩვენ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის Chevening-ის სტიპენდიატები, ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერილ კანონპროექტებს “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებსა და საქართველოს ევროპულ მომავალს.
მიზნობრივად და შინაარსობრივად რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ახალგაზრდებს, ვისაც ევროპული განათლების მიღება მხოლოდ საერთაშორისო სტიპენდიებით შეუძლიათ. დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო აგენტის წოდება, პერსონალური მონაცემების შეუზღუდავი დამუშავება და დასმენებზე დაფუძნებული მონიტორინგი უხეშად ლახავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
Შემოთავაზებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და შეუსაბამოა ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ღიად დააფიქსირა. ეს კანონპროექტები მძიმე ჯარიმებითა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება იმ სამოქალაქო ჯგუფებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვიან.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გადამწყვეტ ეტაპზე მსგავსი კანონის მიღება ჩვენთვის დიდი ხნით დახურავს ევროპული ოჯახის კარს.
ამრიგად, Chevening-ის სტიპენდიატები ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, არ მიიღონ ანტიევროპული კანონი და იმოქმედონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი/სტიპენდიის წელი საბა ბრაჭველი 2018/2019 ლევან ფავლენიშვილი 2020/2021 მეგი ქარცივაძე 2018/2019 ნინო კაკუბავა 2006/2007 ქეთევან მეზვრიშვილი 2017/2017 ხატია შამანაური 2021/2022 სოფო ბალანჩივაძე 2015/2016 თამარ ბერია 2017/2018 ლელი ჭელიძე 2005/2006 ანა ბერიძე 2019/2020 ნინო ზედელაშვილი 2020/2021 ქეთევან ბადაშვილი 2004/2005 დიმიტრი გუგუშვილი 2005/2006 გურამ იმნაძე 2018/2019 ეკატერინე მაჭავარიანი 2007/2008 თამარ ხუნწარია 2004/2005 ანა ქებაძე 2016/2017 ნატალია თვალჭრელიძე 2005/2006 ლინა ღვინიანიძე 2018/2019 დავით დობორჯგინიძე 2007/2008
მორეტა ბობოხიძე 2015/2016 სოფიო ბენაშვილი 2019/2020 ნათია ახვლედიანი 2021/2022 თამარ გაბისონია 2014/2015 ლუკა ხიმშიაშვილი 2021/2022 გვანცა სივსივაძე 2018/2019 ირინა მამულაშვილი 2021/2022 თეონა ბაღდავაძე 2021/2022 ნინო ევგენიძე 2004/2005 ნინო მირზიკაშვილი 2004/2005 ნინი გოგიბერიძე 2004/2005 სალომე ჯაში 2005/2006 მარიამ მეტრეველი 2017/2018 გიორგი დარციმელია 2006/2007 ქეთევან ვაშაგაშვილი 2019/2020 სოფო ვერძეული 2019/2020 თამთა ლომთაძე 2015/2016 მამუკა კუდავა 2004/2005 ნინო ლეკიშვილი 2022/2023 ლელა სერებრიაკოვა 2010/2011 ნინო ორჯონიკიძე 2003/2004 ირინე სურმანიძე 2017/2018 თამარ ჩიკვილაძე 2018/2019 თათია ხუბულავა 2008
თამარ გვასალია 2021/2022 სესილი ვერძაძე 2016/2017 ელენე მარგველაშვილი 2017/2018 ირინე კურტანიძე 2018/2019 ლევან გიორგობიანი 2017/2018 ნინო ანდრიაძე 2006/2007 თამარ კაპანაძე 2022/2023 დავით ჩიხლაძე 2016/2017 თამუნია ჭინჭარაული 2006/2027 გიორგი ჭეხანი 2016/2017 თინათინ კურდღელაშვილი 2019/2020 ეთერ მუნჯიშვილი 2015/2016 ნინო სარიშვილი 2015/2016 მარიამ ზაბახიძე 2015/2016 ედუარდ მიქელაძე 2021/2022 თეონა კონტრიძე 2021/2022 თამარ ნადირაძე 2016/2017 გიორგი ჩხეიძე 2005/2006 ალექსანდრა სულაძე 2021/2022 თუთა ჩხეიძე 2017/2018 ნინო ლაპიაშვილი 2007/2008 მარი გვრიტიშვილი 2021-2022 ლილი დოფიძე 2018/2019 მარი კურტანიძე 2018/2019
ანა ჯანელიძე 2020/2021 მალხაზ ნიკოლაშვილი 2005/2006 კახა ხიმშიაშვილი 1994/1995 თამარ ტატიშვილი 2007/2008 კოკა კაპანაძე 2019/2020 ალექსანდრე კვახაძე 2016/2017 მარიამ დევიძე 2021/2022 ნათია ზოიძე 2019/2020 ქეთევან გოლეთიანი 2022/2023 ეკატერინე ლოთუაშვილი 2003/2004 ფიქრია ელიზარაშვილი 2022/2023 ირმა გიორგობიანი 2018/2019 სოფო გოთუა 2017/2018 მაია რიჟვაძე 2022/2023 ბექა ალადაშვილი 2009/2010 ლევან ნათაძე 2004/2005 გიორგი კანაშვილი 2018/2019 ნათია გაბელია 2007/2008 ლაშა ჩხეტია 2007/2008 მარიამ თავდგირიძე 2022/2023 ნაიკო სადუნიშვილი 2022/2023 გიორგი აბდუშელიშვილი 2005/2006 მანანა ჩოფიკაშვილი 2021/2022 თამარ ჯაფარიძე 2022/2023
სოფო ჟღენტი 2022/2023 ანა მურადაშვილი 2021/2022 ირინა რეხვიაშვილი 2020/2021 ეკატერინე სხილაძე 2022/2023