საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. დღეს არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით არჩევნებზე ეგზიტპოლი ჩაატარა კომპანია „ანოვამ“.
ეგზიტპოლის თანახმად, დიდ ქალაქებში შედეგები ასე გადანაწილდა:
რუსთავი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, დავით კირკიტაძე - 53%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 47%;
ქუთაისი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე - 53%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 47%;
ზუგდიდი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია - 53% და „ქართული ოცნების კანდიდატი მამუკა წოწერია - 47%;
ბათუმი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე - 51% და „ქართული ოცნების კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 49%.

























