მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია საზღვრები გაიხსნას, რადგან ორი და სამი სიხშირით ტურიზმი ვერ ამუშავდება"

5f15c70da315e
მარიამ ადამია
20.07.20 21:00
2240
"ილონ მასკები ტურიზმში არ არსებობენ. ამ სექტორში მართალია არის უზარმაზარი ბრუნვა, მაგრამ სწრაფი ფულია, რომელიც გვეხმარება რაღაც ავაწყოთ და განვავითაროთ... მომსახურების სფეროს არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ დანაზოგები გაკეთდეს და მაგალითად ორი წელი თავი შეინახოს,” - ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია BTL-ის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა, მაია ბიბილურმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიას აქვს საკრედიტო ვალდებულებები, მაგრამ გუნდის შენარჩუნება ნებისმიერ პირობებში არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი კომპანიისთვის.

“ეს არ არის წარმოება, რომ ერთი დანარგარი გაგიფუჭდეს და შეცვალო, აქ საუბარია ადამიანებზე, რომელშიც იდება უდიდესი რესურსი განვითარების კუთხით და მათი დაკარგვა კომპანიისთვის არის წამგებიანი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ხუთი თვეა ნულოვან შემოსავალზე ვართ და ამიტომ ამ ეტაპზე მთავარი არის საზღვრების გახსნა, რადგან ორი და სამი სიხშირით ტურიზმი ვერ ამუშავდება”, - აღნიშნა ტურისტული კომპანია BTL-ის დირექტორმა.

ბიბილურის თქმით, იმისათვის, რომ სექტორი ამოვიდეს ვალებიდან და ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს სამი წელია საჭირო, თუმცა იმ პირობით, თუკი ადამიანური რესურები დარჩება უცვლელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები