მთავრობის ლიბერალური პოზიცია არ მომწონს, კოვიდრეგულაციების აღსრულების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ არის ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრე, თუმცა მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების აღსრულება.
„საჭიროა ოქროს ბალანსის დაცვა, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში ცხოვრება არ ჩაკვდეს, ქვეყანა და ეკონომიკა არ დაიკეტოს, ქვეყნის დაკეტვამ უფრო დიდი დისკომფორტი არ შეუქმნას ადამიანებს, ვიდრე უქმნის საავადმყოფოები. და მეორე მხრივ არ უნდა მივუშვათ თავის ნებაზე სიტუაცია და გარკვეული სიმკაცრის რეგულაციები უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით აღსრულების ნაწილში. მე არ მიმაჩნია რომ განსაკუთრებით ახალი მკაცრი რეგულაციებია შემოსაღები, ისე როგორც ამას ევროპის და ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დამატებითი შეზღუდვების, მაგრამ რა შეზღუდვებიც გვაქვს, აქ მთავრობის ლიბერალური პოზიცია არ მომწონს, აღსრულების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, პირბადის მოხმარების დაბალი მაჩვენებელი როგორც მოსახლეობის, ასევე მთავრობის ბრალია.




























