მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუდმივად ვეძებთ ხორბალს და კადრებს - ეს არის ჩვენი გამოწვევა" - "მზეთამზე"

646202c3d875d
ინგა მურუსიძე
15.05.23 14:45
833
სულ ვეძებთ ხორბალს და ვეძებთ კადრებს - ეს არის ჩვენი გამოწვევა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას „გემოვანი პური - მზეთამზეს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პურის მწარმოებელი საწარმო დაახლოებით 50-მდე ადამიანს ასაქმებს. მათ შორის არიან მეწისქვილე და მეპურეები. ჩავლეიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ შრომის სიმძიმიდან, ასევე თავად პურის წარმოების სირთულიდან გამომდინარე, კადრების პოვნა ძალიან ჭირს.

„დაახლოებით 40-50 ადამიანს ვასაქმებთ. გვაქვს წისქვილი, სადაც მუშაობს მეწისქვილე, გვყავს მეპურეები, როლებიც ბუნებრივი საფუარით, ბუნებრივი ინგრედიენტებით ამზადებენ პურს. ასეთი მეპურეები ბაზარზე არ არიან. თუმცა უკვე შევკარით გუნდი, რომლებმაც ისწავლეს და ახალი გემოვნური თვისებების პურს თავად ქმნიან“, - დასძენს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები