მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწვანე პასპორტი" სავალდებულო ობიექტის სტუმრებისთვის იქნება, თანამშრომლებისთვის - არა

6189107455a78
ინგა მურუსიძე
08.11.21 16:09
1764
"მწვანე პასპორტი", რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება, სავალდებულო იქნება ობიექტის სტუმრებისთვის, ხოლო თანამშრომლებისთვის - არა. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს გამოაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა გავრცელდება ობიექტების სტუმრებზე და არა მის თანამშრომლებზე", - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის: პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები