მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მხოლოდ იმის კვლევა ხდება, როგორი კარგები ვართ, არადა უნდა ვიცოდეთ, რატომ გადიან ინვესტორები"

634a60e43c87c
ალა ისპირიანი
15.10.22 22:13
905
"გრანთ თორნთონის" ვიცე მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია ამბობს, რომ გამოკვლეული უნდა იყოს, რამდენი ინვესტორი და რატომ გადის ქვეყნიდან.

მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ მხოლოდ იმის გამოკვლევა ხდება თუ, როგორი კარგები ვართ და არცერთი ნაკლოვანების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

„მთავრობის მხრიდან არცერთი ანგარიში არ მინახავს, რატომ გადიან ინვესტორები საქართველოდან. ამის შესახებ არცერთი დოკუმენტი არ მინახავს“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით შეცდომების დაშვების ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს, რადგან შეცდომებზე სწავლა შესაძლებელია.

„შეცდომები უნდა დაუშვათ. შეცდომების დაშვება კარგია, თუ ამ შეცდომებზე ვისწავლით", - განაცხადა შურღაიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები