სახლი, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და ენერგოეფექტური უნდა იყოს. მომავალი ბინა ალბათ კიდევ უფრო მეტად მოგეწონებოდათ, თუ მას დიდი ტერასა, საცურაო აუზი, გამწვანებული სივრცე და ორდონიანი ავტოსადგომი მოყვება. ზუსტად ასეთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება თბილისის ცენტრში, კუს ტბიდან 600 მეტრში, რომელიც ლიეტუვური კომპანია Baltic Investment Group-ის პირველი პროექტია საქართველოში.
„ნამაი ვაკე“ დაბალსართულიანი განაშენიანების დახურული კომპლექსია, რომელიც 4 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, ჯამურად კი, 75 საცხოვრებელ სახლს და ორ სართულიან კომერციულ ფართს აერთიანებს. რატომ გადაწვიტა კომპანიამ საქართველოში ინვესტირება და რას სთავაზობს ის მომხმარებელს?