მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაწილ-ნაწილ" - საქართველოს ბანკმა გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი დააანონსა

627bf6f4b8d01
BM.GE
11.05.22 21:46
7392
„ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე საქართველოს ბანკმა გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი, „ნაწილ-ნაწილ“ დააანონსა.

მისი მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება - სასურველი ნივთები იყიდოს დღეს, საფასურის გადახდა კი მომდევნო თვიდან დაიწყოს, თანაც ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

BOG-ის გადახდის ახალი მეთოდის ინტეგრაციას ბიზნესები მარტივად შეძლებენ, მისი დახმარებით კი მომხმარებლებს გაუმარტივდებათ სასურველი ნივთების შეძენა, ბიზნესებს კი - საქმიანობა.

„ნაწილ-ნაწილ“ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ციფრული პლატფორმების საშუალებით, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, QR-ის დასკანერების მეშვეობით.

საქართველოს ბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შედარებით დაბალი ღირებულების (45 ლარიდან) პროდუქტიც კი ნაწილ-ნაწილ შეიძინოს.

აღნიშნული მეთოდი BNPL (buy now, pay later) ტიპის პროდუქტია, რომლის შექმნაში 147 თანამშრომელი და 312 პარტნიორი მონაწილეობდა.

საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერის, თამარ ბეღელურის განცხადებით, „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის საუკეთესო მეთოდია, რადგან ის სრულად ციფრულია, სწრაფი და არ საჭიროებს არანაირ პროცენტსა და საკომისიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები