მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ შემდეგი კამპუსი შესაძლოა ესპანეთში გაიხსნას

63e772b6e4642
ალა ისპირიანი
12.02.23 09:30
1036
საუნივერსიტეტო საქმიანობა, სამედიცინო სექტორი, დაზღვევა, ლიზინგი, განახლებადი ენერგიები, სპორტული კლუბი და ბავშვთა აკადემია - ეს იმ საქმიანობების ნაწილია, რომლებსაც "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ აერთიანებს.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრებით, უნივერსიტეტი საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს და იყოს ყველგან, სადაც ღირებულების შექმნა შეუძლია.

დავით კერესელიძის განმარტებით, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის, შესაძლოა, მისი შემდეგი კამპუსი ესპანეთში გაიხსნას. მისი თქმით, დაინტერესებაა აფრიკული ქვეყნებიდანაც.

„არის საინტერესო პროექტები... არის ვერსია, რომ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ შემდეგი კამპუსი ესპანეთში გავაკეთოთ, რადგან არის მოთხოვნა. არის შემოთავაზება აფრიკული ქვეყნებიდანაც, თუმცა ჩვენი კაპიტალის გარეთ დაბანდებას გვირჩევნია საქართველოში გავაკეთოთ რაღაც და გარედან მოძიებული კაპიტალი იმ ქვეყნებს მოხმარდეს, სადაც საზოგადოებრივად სწორია. თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ ბიზნესმოდელი კარგად შეიკვრება, ჩვენი მუშა პროგრამებით, რა თქმა უნდა, დავეხმარებით", - განაცხადა დავით კერესელიძემ გადაცემა #BMGDRIVE-ში.

ცნობისთვის: 2021 წელს "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა" და დერბის უნივერსიტეტს (დიდი ბრიტანეთი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად, 1876 წელს აშენებული ისტორიული კამპუსი, სადაც მანამდე ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საკუთრებაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები