"საბოლოოდ, ობიექტი უკმაყოფილო სტუმრებს უშვებს დაწესებულებიდან და ზარალდება,” - აღნიშნავს ქეთი მიქაშავიძე.
მისივე შეფასებით, ასევე არსებობს კოვიდ–რეგულაციები სტუმარ–მასპინძლობის ობიექტებისთვის, რომლებიც ლოგიკას მოკლებულია და სავარაუდოდ, გადახედვას საჭიროებს.
“მაგალითად, სასტუმროში მოქმედებს შვედური მაგიდის შეზღუდვა და არ შეიძლება თვითმომსახურება. ჩემი აზრით, ეს პირიქით საზიანო შეზღუდვაა მოსახლეობისთვის, დამსვენებლისთვის, რადგან მწვანე პასპორტს ვთხოვთ სტუმარს, როდესაც დაწესებულების თანამშრომლებს ამის ვალდებულება არ აქვთ.
შესაბამისად ჩემი მიმტანი, რომელიც უნდა დავაყენო შვედურ მაგიდასთან, ბევრად უფრო მაღალი რისკების შემცველია, ვიდრე ჩემი სტუმარი. ასეთი კიდევ ბევრი წვრილმანია, რომლებზეც დაფიქრება დღეს მნიშვნელოვანია.
იგივე შეიძლება ვთქვათ დისტანციის დაცვაზე. არსებობს შეზღუდვა 6-კაციან მაგიდაზე, მაშინ როდესაც ჩვენი სტუმრები ჩამოდიან ერთი და იმავე მიკრო-ავტობუსით და ერთად მგზავრობენ, ჩვენ რატომ არ ვაძლევთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ დრო ერთად გაატარონ?!,” - აცხადებს Best Western ქუთაისისა და Holiday Inn Telavi-ის წარმომადგენლი.