მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ" დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს 2 გადაწყვეტილება - კუბილიუსის მიმართვა ხელისუფლებას

6409091963d99
ალა ისპირიანი
09.03.23 02:10
2374
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენეს გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, “უცხო აგენტების” კანონით მთავრობის პოლიტიკურმა პროვოკაციამ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა.

"თუ “ქართული ოცნება” გააცნობიერებს ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს 2 გადაწყვეტილება: პირველი, გაიწვიოს “უცხოური აგენტების” კანონი და მეორე, დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება.

საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს", -  ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები