მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოჯახის წევრებთან ერთად ვმუშაობდით და ასე „გამოვძვერით“ - „მანჯისთან“

6050aa9dc64bb
ინგა მურუსიძე
21.03.21 11:40
617
კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გახსნილი სწრაფი კვების ობიექტ „მანჯისთან“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ "პანდემია რთულად, მაგრამ ნელ-ნელა გადააქვთ, 2-3 თანამშრომელთან დამშვიდობებაც მოუწიათ, თუმცა შრომობენ არსებობისთვის".

მათივე თქმით, "ლოქდაუნმა" და ეკონომიკის შეზღუდვამ რესტორნის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. 

„ვინც შევძელით, შევინარჩუნეთ, ვმუშაობდით მფლობელები ოჯახის წევრებთან ერთად და ამის ხარჯზე გამოვძვერით, რომ არ დავკეტილიყავით ანუ ყველანი ვმუშაობდით და ამ გზით შევამცირეთ ხარჯები; ძალიან ვიწვალეთ... ფაქტობრივად, წაგებაზე ვმუშაობდით, მაგრამ ახლა ოდნავ გამოცოცხლდა სიტუაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ დონეზე ვერ დავბრუნდით, სადაც ვიყავით, რადგან მაშინ გაცილებით მეტი ადამიანი გვყავდა დასაქმებული, ხელფასებიც მეტი იყო და ბუნებრივია, მომხმარებელიც“, - აცხადებენ რესტორნის დამფუძნებლები.

მათი თქმით, რესტორანი კვლავ მიტანა-გატანის სერვისზეა გადააწყვეს, თუმცა თუ ვინმეს სურს დარბაზში მიირთვას, არც ესაა პრობლემა.

„ამ დრომდე მიტანა-გატანაზე ვართ ორიენტირებული, რადგან ვფრთხილობთ; გვსურს, სიტუაცია დასტაბილურდეს და ამის შემდეგ გავიხსნებით. ისევ იმ მისამართზე ვართ, სადაც ვიყავით. ფართის მფლობელმაც შეღავათი გაგვიწია და იჯარის გადახდას ვახერხებთ", - ამბობენ დამფუძნებლები და ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მიუხედავად ინფლაციისა და რიგი პროდუქტების გაძვირებისა, კერძებზე ფასი არ გაუზრდიათ. "საკმაოდ სერიოზული პრობლემაა დელივერი-სერვისის ტარიფი, მაგრამ სხვა გზა არ არის და მიტანის სერვისის თითქმის ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ", - ერთ-ერთ გამოწვევად ამასაც გამოყოფენ. 

ამ ეტაპზე "მანჯისთან" 7 ადამიანს ასაქმებს.