მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოჯახურმა" მოხარშული ჭარხლის წარმოება დაიწყო – ქართული კომპანიის გეგმები

624c4b96b8082
მარიამ იზორია
11.04.22 00:05
1024
ქართულმა სუნელ-სანელებლების კომპანია ოჯახურმა ახალი პროდუქტის - ვაკუუმში მოხარშული ჭარხლის – წარმოება დაიწყო.

პროდუქტი უახლესი ტექნოლოგიებით მზადდება და ის ორი თვის განმავლობაში სასარგებლო თვისებებსა და ვიტამინებს ინარჩუნებს.

კომპანიის დირექტორი დარეჯან შეყლაშვილი BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოსტნეულის ამ სახით წარმოება ევროპაში აპრობირებულია, ოჯახური კი საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც სპეციალური დანადგარების დახმარებით ამ სტანდარტს ნერგავს.

მისივე თქმით, კომპანიამ ასორტიმენტში კახური ზეთისა და იმერული ძმრის წარმოებაც დაიწყო.

„ჩვენს მომხმარებლებს ნატურალური, ქართული სუნელ-სანელებლების გარდა, ახლა უკვე ინოვაციური პროდუქტის შეძენაც შეუძლიათ. რამდენიმე კვირაა, რაც ასორტიმენტში ახალი პროდუქტი დავამატეთ - მოხარშული ჭარხალი ვაკუუმში. უახლესი დანადგარი ერთი წლის წინ ჩამოვიტანეთ საქართველოში და მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშობდით ახალი პროდუქტის შექმნაზე. დახლებზე გამოჩენისთანავე ახალმა პროდუქტმა მომხმარებლების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ამიტომ ვგეგმავთ წარმოების გაორმაგებას.

გარდა ამ პროდუქტისა, მომხმარებელს უკვე, კახურ ზეთსა და იმერულ ძმარს შევთავაზებთ. ქართული გემოების მოყვარულებმა ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა დააგემოვნონ”, - ამბობს კომპანია „ოჯახურის“ დირექტორი.

ცნობისთვის: 95 დასახელების სუნელ-სანელებლების, სოუსების, საწებლების, მწარმოებელი კომპანი “ოჯახური” ბაზარზე 12 წელია ოპერირებს და პროდუქტს ადგილობრივი ბაზრის გარდა 8 ქვეყანაში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები