მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოლ-პი ჯგუფმა“ აჭარასა და სამეგრელოში რეგიონული წარმომადგენლობა ჩამოაყალიბა

60656d5594720
BM.GE
01.04.21 12:12
1182
აჭარისა და სამეგრელოს მაცხოვრებლებისთვის "ოლ-პი ჯგუფს“ სასიამოვნო სიახლე აქვს. კომპანიამ აღნიშნულ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობა აამოქმედა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, იატაკის სისტემებით დაინტერესებული პირები ადგილზე მიიღებენ კონსულტაციას, პროექტების მიმდინარეობას კი სათაო ოფისთან ერთად, რეგიონული წარმომადგენლები უშუალოდ გააკონტროლებენ. ობიექტებზე სამუშაოებს კომპანიის ადგილობრივი ჯგუფები შეასრულებენ. შესაბამისი გადამზადება მათ ,,ოლ-პი ჯგუფის“ მიმართულებების ხელმძღვანელებთან გაიარეს.

"13 წელზე მეტია, რაც პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვასრულებთ, თუმცა აჭარასა და სამეგრელოში მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივი წარმომადგენლობის ამოქმედება გადავწყვიტეთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ მაჩალაძემ. მისი განმატებით, კომპანია რეგიონული წარმომადგენლობების გაფართოებას სამომავლოდ საქართველოს დანარჩენ მხარეებში გეგმავს.

"ოლ-პი ჯგუფის“ რეგიონული წარმომადგენლობის ჩამოყალიბებას ეხმაურება "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაც“.  "სასიხარულოა კომპანია „ოლ-პი ჯგუფის“ გაფართოება და გაძლიერება, რეგიონული წარმომადგენლობის დონეზე. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ იზრდება მოთხოვნა რეგიონებში და კომპანიაც, შესაბამისად, რეაგირებს აღნიშნულ მოთხოვნაზე და უმარტივებს სერვისზე წვდომას რეგიონებს, ამავე დროს, კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საქმეში“,- აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა საბახტარაშვილმა.

ინდუსტრიული, კომერციული თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებისთვის ,,ოლ-პი ჯგუფი“ მომხმარებლებს მოჭიმული იატაკის სამუშაოებს, პოლიმერულ, პოლირებულ, ტერაცოს, ბეტონის სამრეწველო, რბილ და ელასტიკურ იატაკებს სთავაზობს. კომპანია ასევე აქტიურია ჰიდროიზოლაციის სისტემებისა და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით.


(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები