მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ონო" - ვის ემსახურება და რა პრობლემები აქვს საკურიერო კომპანიას რაჭაში?

636e396757a1c
თინათინ ნატმელაძე
12.11.22 09:59
546
უკვე ერთი წელია რაჭაში, ონის რაიონში საკურიერო კომპანია "ონო" გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი ნიკა გუგეშაშვილი გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში კომპანიის წინაშე არსებულ დაბრკოლებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ის ფაქტია, რომ რაჭა ტურისტულ სეზონებზეა დამოკიდებული და ზაფხულის შემდეგ მომხმარებლის რაოდენობა იკლებს.

გუგეშაშვილის ცნობით, "ონო" ამჟამად მხოლოდ ქალაქ ონს და მის სოფლებს ემსახურება და იმისთვის, რომ სრულიად რაჭის მასშტაბით შეძლოს ოპერირება, და მომსახურების ხარისხიც გააუმჯობესონ, 20 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო.

"დაბრკოლებად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ჩვენ რაჭაში ვმუშაობთ და როგორც მოგეხსენებათ, რაჭაში ყველაფერი სეზონურია, დამოკიდებული ვართ ტურისტულ სეზონებზე. ასევე, არ გვაქვს ტექნიკური სერვისის გამართვის შესაძლებლობა, ამას ემატება საწვავზე ფასის ზრდაც, რაც ავტომატურად მომსახურების საფასურსაც ზრდის.

თუ ჩვენ ამ საქმიანობაში 20 000 ლარის ინვესტირების შესაძლებლობა მოგვეცემოდა, შევძლებდით, რომ ოპერირება მთლიანი რაჭის მასშტაბით გაგვეგრძელებინა და ეს, როგორც ჩვენს შემოსავალს, ისე დასაქმებულების რაოდენობასაც გაზრდიდა და ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რაჭის განვითარებას", - აცხადებს ნიკა გუგეშაშვილი.

კითხვაზე, რამდენად დიდია მოთხოვნა რაჭველი მომხმარებლების მხრიდან, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რაჭაში ტურისტების რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა, მათი მომხმარებლების რაოდენობა კი უფროდაუფრო იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები