მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოპელი" საქართველოში ახალი ენერგიით ბრუნდება!

64b0daa41df94
BM.GE
14.07.23 10:00
2530
ყველასთვის კარგად ცნობილი, გერმანული საავტომობილო ბრენდი - ოპელი საქართველოში ბრუნდება. ოპელის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია „მეკრე“-ს მმართველი პარტნიორი, ილია თაბორიძის თქმით: „ჩვენი კომპანია ახალ გამოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა, შესაბამისად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპელი სრულიად ახალი ენერგიით ბრუნდება საქართველოში. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ოპელის ოფიციალური ცენტრი, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვუმასპინძლოთ ჩვენს მომხმარებლებს და გავაცნოთ OPEL-ის ბოლო თაობის ავტომობილები, როგორიც არის MOKKA, ASTRA, GRANDLAND, სრულიად გათანამედროვებული CORSA და სხვა.“




ახალი ოპელი, ენერგიული,მკვეთრი დახვეწილი დიზაინის,ფერადი ვიზუალური სტილის, ზედმიწევნითი გერმანული სიზუსტით და ინჟინერიით შექმნილი თანამედროვე ავტომობილია. ის ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს და შეუპოვრად მიიწევს წინ ახალი გამოწვევებისკენ.





სულ ახლახანს, 26 ივნისს, რუსელჰაიმში, ოპელმა საკულტო ემბლემის „blitz“-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. ე.წ კომპასის ცენტრში მოთავსებული ახალი, მკვეთრი და თამამი „ბლიცი“ იგივე „ ელვა“, ბრენდის კონცეპტუალური ფილოსოფიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს და ამაყად აგრძელებს მის განუყოფელ ნაწილად არსებობას. "ბლიცი" იდეალურად გამოხატავს ბრენდის განვითარების ახალ ტენდენციას, მომავლის ხედვას ელექტრო მობილობის მხრივ. 2028 წლისთვის შეიძლება თამამად ითქვას რომ OPEL სრულად ელექტრო გახდება.



საქართველოში, ოპელის სამოდელო რიგი ბენზინის, დიზელის და ელექტრო ავტომობილებით დაკომპლექტდება. საცალო სეგმენტისთვის გათვალისწინებულია როგორც ბენზინის და დიზელის, ისე ელექტრო,ფლაგინ ჰიბრიდის და ჰიბრიდის ძრავიანი ავტომობილები, ხოლო კომერციული ტექნიკა დიზელის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი.

ოპელის ოფიციალური გაყიდვები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები