მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პაციენტი უნდა მოხვდეს კლინიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მართლა ესაჭიროება“ - აზარაშვილი კოვიდ-კლინიკებზე

62e42b12a8516
თამთა ჯიჯავაძე
29.07.22 23:45
2003
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ კოვიდ-პაციენტების ხარჯები, რომელთა კლინიკაში განთავსების საჭიროება არაა, სახელმწიფომ არ უნდა აანაზღაუროს. როგორც მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, მას მაინც ათავსებენ კლინიკაში, ვინაიდან ჭარბი საწოლფონდი აქვთ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გვაქვს ჭარბი მიწოდება როგორც კლინიკების, ასევე საწოლ ფონდის, საჭიროა გამოინახოს სხვადასხვა გზა იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს დაუტვირთაობა შეივსოს.
ომიკრონის შტამები არის შედარებით მსუბუქი და არ საჭიროებს კლინიკაში მკურნალობას და მძიმე მედიკამენტების გამოყენებას. ის საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს და იკურნება სახლის პირობებში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები და დატვირთულობა არ არის კლინიკებში, არაკეთილსინდისიერი გარიგებებით ცდილობენ კლინიკებში მოახვედრონ.

მსგავს ისტორიებს ჩვენ გავდივართ სისტემატურად და სადაც ვნახავთ იმ შემთხვევას, რომ არ იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და არასწორად მოხდა ამის შეთავაზება პაციენტისთვის და მისი კლინიკაში დატოვება, იმ ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი და სწორი მიდგომა. კლინიკები არ უნდა მიუდგენ საქმეს მხოლოდ ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი უნდა მოხვდეს კლინიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მართლა ესაჭიროება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები