მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვის აუცილებლობა დაანახა, რამაც კოტეჯებზე მოთხოვნა გაზარდა“ - Kotejebi.ge

616198ba5f96d
მარიამ იზორია
09.10.21 17:20
1747
კომპანია Kotejebi.ge სხვადასხვა დიზაინის ხის კოტეჯების აშენებითაა დაკავებული, ფირმა სულ 1 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტის განხორციელება შეძლო.

Kotejebi.ge მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ნედლეულად ქართულ და რუსულ ხის მასალას იყენებს, რაც შეეხება საფასო კატეგორიას, ხის სახლებზე კვ/მ-ის ფასი $250-იდან იწყება.

Kotejebi.ge-ს ხელმძღვანელი გუგა პასკაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში პანდემიის განმავლობაში ხის სახლები ტრენდული გახდა და მოთხოვნა უკვე რეკორდულად მაღალია.

„პანდემიამ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვის აუცილებლობა დაანახა, ამან ხის კოტეჯებზე მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა, აღასნიშნავია, რომ ჩვეულებრივ ბეტონის სახლთან შედარებით ხის სახლს ბევრად უფრო დადებითი თვისებებიც აქვს, რაც შეეხება გამძლეობას, ეს კონსტრუქციაზეა დამოკიდებული, თუ მყარია, უკვე არ აქვს მნიშვნელობა სახლი ხის იქნება თუ ბეტონის“,- აღნიშნავს გუგა პასკაძე.

Kotejebi.ge-ს ხელმძღვანელი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც საქმიანობის დასაწყისში შეხვდათ, მისი თქმით, პანდემიის ფონზე ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ მრავალი დაბრკოლება შექმნა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საჭირო ნედლეულს დოლარებში ვყიდულობთ,ლარის მუდმივი გაუფასურება ხელს გვიშლიდა, ამასთანავე, დაახლოებით თებერვლიდან ივნისამდე სამშენებლო მასალებზე ფასები მუდმივად იზრდებოდა, ჩვენ კი, როდესაც პროექტს ვიღებთ დაახლოებით 4 თვე მაინც ვმუშაობთ, შესაბამისად ამ პერიოდში პროდუქციის გაძვირების გამო, გვიწევდა მომხამრებელთან საწყისად შეთანხმებული ფასის მომატება, ეს რა თქმა უნდა, მათ უკმაყფილებას იწვევდა“ - ყვება გუგა პასკაძე bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები