მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამდელ ნიშნულს ვუბრუნდებით, თუმცა ფასები ჯამში 30%-ით გავზარდეთ" - ბავშვთა გასართობი ცენტრი

627ce64b3bef4
მარიამ იზორია
13.05.22 22:20
941
„2019 წლის ნიშნულთან მიმართებით 90%-იანი აღდგენა გვაქვს“, - ამის შესახებ bm.ge-ს საბავშვო გასართობი ცენტრის „ქენდილენდის“ დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, სექტორმა პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის მოხსნის შემდგომ დაიწყო.

ხარებაშვილის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა პროდუქტზე მომატებული ფასებია, რის გამოც პანდემიიდან დღემდე „ქენდილენდში“ ფასები ჯამში 30%-ით არის გაზრდილი.

„ეტაპობრივად პანდემიამდელ ნიშნულს ვუახლოვდებით. აღდგენა 90%-ით გვაქვს. ამაზე განსაკუთრებული გავლენა მწვანე პასპორტის რეგულაციის მოხსნამ იქონია. ახლა მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტი და კომუნალური გადასახადებია. პანდემიამდე ყოველდღიურობაში საჭირო პროდუქტში - ცხიმში თუ 55 ლარს ვიხდიდით, ახლა 210 ლარს ასცდა.

თავდაპირველად როცა ოპერირება განვაახლეთ, ზარალზე ვმუშაობდით, რადგან ძველი ფასებით დავბრუნდით. ბაზარს მივყვებოდით და ვცდილობდით მომხმარებლისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა, თუმცა საბოლოოდ მომსახურების ფასების 30%-იანი ზრდა გვაქვს. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან ორწლიანი ჩაკეტილობის შემდგომ დაბადების დღის აღნიშვნა ყველას უნდა, თუმცა 100%-იანი აღდგენისგან შორს ვართ, რადგან მომხმარებელი ბოლომდე მაინც ვერ სწვდება იმ ხარჯებს, რაც გასართობ ცენტრებშია“, - განმარტავს გიორგი ხარებაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები