მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის დროს ჩვენი კომპანია მოქნილი აღმოჩნდა" – „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი

5f1aef211bdde
ინგა მურუსიძე
24.07.20 20:50
1748
პანდემიის დროს ჩვენი კომპანია მოქნილი აღმოჩნდა და სწრაფად ადაპტირება მოვახდინეთ, - ამის შესახებ „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა, ბაჩო ჩინჩალაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მან პანდემიის დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„პანდემიამ დაგვანახა, რომ ბაზარზე ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ცვლილებები და ამას მოყვეს ცვლილება აბონენტების ქცევაში. იმისათვის, რომ შენ შეძლო და გაიარო ეს პროცესი, ძალიან მოქნილი კომპანია უნდა იყო, რათა სწრაფად ადაპტირდე და უწყვეტ რეჟიმში გააგრძელო მომხმარებლისთვის კომფორტული, საჭირო და აუცილებელი სერვისების შეთავაზება. ამისთვის ჩვენი კომპანია მზად აღმოჩნდა და ამაში რამდენიმე ფაქტორი დაგვეხმარა: „ჯეოსელის“ შეძენის დროიდან ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით ამ ორი უმსხვილესი კომპანიის შერწყმა და პრაქტიკულად ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ პანდემიიდან ერთ კვირაში ყველა ჩვენი თანამშრომელი სრულიად ონლაინ რეჟიმზე გადაგვეყვანა და მომხმარებლისთვის ყველა ჩვენი მომსახურეობა დისტანციურად შეგვეთავაზებინა.

მეორე საკითხი კი იყო, რომ მას შემდეგ რაც „ჯეოსელი“ ვიყიდეთ, დავიწყეთ მობილური ქსელის მშენებლობა და ძალიან მალე ავაშენეთ 4,5 G ქსელი, რომელიც არის ერთ-ერთი უსწრაფესი ტექნოლოგია ბაზარზე. ამით დასახლებული პუნქტების 99% გვაქვს დაფარული. გარდა ამისა, „სილქნეტი“ იყო პირველი, რომელმაც თბილისში დანერგა ე.წ. gigabit LTE ტექნოლოგია, ეს არის 7-ჯერ მეტი სიჩქარე, რაც არის 4,5G ინტერნეტი", – განაცხადა ბაჩ ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ სამუშაოების შედეგია ის, რომ პანდემიის დროს გაზრდილ დატვირთვას და მოხმარებას გაუმკლავდა კომპანია და მომხმარებელს ინტერნეტი შეფერხების გარეშე მიეწოდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები