„ჩვენი საწარმო ორიენტირებულია ორალური მყარი ფორმების მედიკამენტების გამოშვებაზე და ამ შემთხვევაში იგულისხმება მედიკამენტები კაფსულებში, ტაბლეტებში და დოზირებული ფხვნილები”, - ამის შესახებ GM Pharma-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ლევან ვარდუაშვილმა განაცხადა.
ვარდუაშვილის თქმით, GM Pharma-ს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი აქვს: 264 სხვადასხვა დასახელების გამოშვების ფორმის პრეპარატი, რომელიც პრაქტიკულად მედიცინის ყველა სფეროს მოიცავს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ 2020 წელს „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ“ წლის ლიდერი კომპანიის ჯილდო მოგვანიჭა ფარმაცევტულ კომპანიათა შორის. დავსახელდით კომპანიად, რომელიც დასაქმებულებზე ყველაზე მეტს ხარჯავს სხვადასხვა მიმართულებით, ბენეფიტებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2020 იყო განსაკუთრებით ძნელი წელი COVID 19-დან გამომდინარე. როცა კომპანიები თანამშრომლების რაოდეონობას ამცირებდნენ, როცა კომპანიები თანამშრომლების ხელფასებს ამცირებდნენ, ჩვენმა კომპანიამ პრაქტიკულად 700 თანამშრომელზე საშუალო ხელფასი 15%-ით გაზარდა”, - განაცხადა ლევან ვარდუაშვილმა.
ცნობისთვის, GM Pharma-ში 800-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათგან 225 კომპანიის საექსპორტო, საერთაშორისო ბაზრებზეა დასაქმებული. საგულისხმოა ისიც, რომ ამჟამად კომპანიას ოფიციალური წარმომადგენლობები დსთ-ს 5 ქვეყანაში ჰყავს წარმოდგენილი: უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთსა და მოლდოვაში.