მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის პერიოდში კომპანიამ ზარალის ხარჯზე ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა"- "უმალი“

60fdcfa9bbc45
მარიამ იზორია
26.07.21 09:30
936
თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა bm.ge-სთან პანდემიის გავლენაზე ისაუბრა, დიმიტრი წვერავამ აღნიშნა, რომ კოვიდ-სიტუაციამ, სხვა კომპანიების მსგავსად ზარალი „უმალის“ საქმიანობასაც მიაყენა.

მათ შორის, კომპანიამ საექსპორტო გეგმები ვერ განახორციელა, თუმცა, ამის მიუხედავად, „უმალიმ“ შეძლო და ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა.

„საექსპორტო მოლაპარაკებებს ისრაელთან ვაწარმოებდით, თუმცა, პანდემიის გამო იძულებულები გავხდით შეგვეჩერებინა, თუ სიტუაცია დასტაბილურდა განახლებას სექტემბრისთვის ვგეგმავთ, ასევე გვინდოდა ჩვენი პროდუქციის რეალიზება საქართველოს მთლიან მასშტაბზე მოგვეხდინა, მაგრამ ამავე მიზეზით, კახეთის 80 % და დასავლეთ საქართველო აუთვისებელი დაგვრჩა, რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანიამ ზარალის ხარჯზე ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა“ – აცხადებს დიმიტრი წვერავა.

კომპანია „უმალი“ 80 ადამიანს მუდმივად, დატვირთულ პერიოდში კი 100 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები