მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიისას კერძო სკოლებიდან მოსწავლეების გადინება იყო, მაგრამ შემდეგ მალევე უკან დაბრუნდნენ" - ასოციაცია

6304e7c4563fa
ალა ისპირიანი
23.08.22 23:40
878
პანდემიის დროს, ბევრი მშობელი აღნიშნავდა, რომ დისტანციური სწავლების შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა თავისი შვილი, კერძო თუ საჯარო სკოლაში ისწავლიდა, ამიტომ ბევრმა მათგანმა შვილი საჯარო სკოლაში გადაიყვანა. ამას ემატებოდა მშობლების მიერ გამოხატული პრეტენზია, რომლებიც ამბობდნენ, რომ დისტანციური სწავლის შემთხვევაში კერძო სკოლების ხარჯი შემცირდა, ამიტომ სწავლის გადასახადიც უნდა შემცირებულიყო.

როგორც Bm.ge-სთან საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, მოლოდინი იყო, რომ კერძო სკოლები სწავლის საფასურს 50%-ით მაინც შეამცირებდნენ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

როგორც ის ამბობს, კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის გადასახადი 10-15%-ით შეამცირა, რაც კომუნალურ ხარჯებზე გაცილებით მეტი იყო.

„თავიდან როცა პანდემიის პირველი ტალღა იყო საზოგადოებას ჰქონდა დამოკიდებულება დისტანციურ სწავლებაში თანხა არ უნდა გადაეხადა ან სრული თანხა არ უნდა გადაეხადათ. ასევე ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, რადგან ბევრმა სამსახური დაკარგა, პრობლემა შეექმნა და ამიტომ გარკვეული კერძო სკოლებიდან ბავშვების გადასვლის დიდი მაჩვენებელი იყო. თუმცა, როდესაც პროცესი გაგრძელდა, მათ შორის მშობლებმაც დაინახეს, რომ დისტანციურ ფორმატში კერძო სკოლები გაცილებით უკეთეს შედეგს სთავაზობდნენ, ვიდრე თუნდაც საჯარო სკოლები. რადგან კერძო სკოლები ძალიან მობილიზებულები იყვნენ, რომ დისტანციურ ფორმატში მაქსიმალური შედეგი დაედოთ.

კერძო სკოლებს კარგად ესმოდათ, რომ თუ დისტანციურად სწავლის პროცესი კარგად ორგანიზებული არ იქნებოდა გაუჭირდებოდათ მოსწავლის შენარჩუნება. დიახ, იყო გარკვეული გადინება კერძო სკოლებიდან, მაგრამ შემდეგ ბავშვები უკან მალევე დაბრუნდნენ", - აღნიშნავს ავთანდილ აბდუშელიშვილი.

მისივე თქმით, ზოგმა სკოლამ სწავლის გადასახადი 10-15%-ით შეამცირა, თუმცა ეს გაცილებით მეტია ვიდრე სკოლის კომუნალური ხარჯი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები