მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Parfois-ი საქართველოს ბაზარზე ბრუნდება" - Retail Group Georgia-ს გეგმები

62e226631129e
მარიამ იზორია
28.07.22 10:46
1987
საქართველოს ბაზარზე ორი ახალი ბრენდი Bijou Brigitte-ი და Inditex-ის კიდევ ერთი ბრენდი შემოდის, ხოლო “პარფუა“ კი ბაზარზე ბრუნდება. ამის შესახებ Bm.ge-ის “რიტეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, „რიტეილ გრუპ ჯორჯია” დღეს საქართველოს ბაზარზე 22 ბრენდსა და 52 მაღაზიას აერთიანებს და პოსტპანდემიურ პერიოდში განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

“რიტეილ გრუპ ჯორჯიას” ერთ-ერთი ახალი ბრენდი Bijou Brigitte იქნება. ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ქართველ მომხმარებელს Inditex-ის კიდევ ერთ ბრენდს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ Inditex-ის ეს ახალი ბრენდი კავკასიის მასშტაბით პირველად იწყებს ოპერირებას. სიახლეა ისიც, რომ „რიტეილ გრუპ ჯორჯია“ ბაზარზე ყველასთვის საყვარელ ბრენდ “პარფოის”-ს დააბრუნებს“, - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა და იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც ახალ ბრენდებთან თანამშრომლობის დაწყებას ახლავს.

„საქართველო მომხიბვლელი, თუმცა პატარა ბაზარია. იმისათვის, რომ მსოფლიო ბრენდები დავაინტერესოთ, მათ განვითარებას საქართველოსთან ერთად კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში ვთავაზობთ. ეს დიდ უპირატესობას გვაძლევს შედარებით მცირე რიტეილერებთან, რომლებსაც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის შეთავაზება შეუძლიათ”, - ამბობს ის.

BMG რეზო მაღალაშვილს პოსტპანდემიურ პერიოდში გაყიდვების აღდგენის ტემპზეც ესაუბრა. მისი შეფასებით, "აღდგენის დინამიკა მკვეთრია" და ბოლო ექვს თვეში პანდემიადელ მაჩვენებელსაც გადაუსწრო. საყურადღებოა ისიც, რომ პოსტპანდემიური პერიოდის მიუხედავად, კომპანიაში კადრების გადინება საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, “რიტეილ გრუპ ჯორჯიაში” გვიყვებიან, რომ პროდუქციაზე ღირებულების ძველ ნიშნულზე შენარჩუნებას ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელი სიმყარის ხარჯზე ახერხებს.

“პანდემიამ ბევრი სირთულე შეგვიქმნა, თუმცა გამოწვევებმა ბევრი ახალი რამ გვასწავლა და ახლა კომპანია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. გასული წლის სექტემბრიდან, როცა შეზღუდვები სრულიად მოიხსნა, დინამიკა მკვეთრად გაუმჯობესდა. უკანასკნელ 6 თვეში ვაჭრობამ პანდემიამდელ ვითარებას აჯობა. პანდემიამ ელექტრონული კომერციის განვითარებაც გამოიწვია. ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ონლაინ „ზარა“, „მასიმო დუტი“ და ახლა უკვე Bershka-ც შეიძინოს. ასევე არაერთი ბრენდი ShopShop პლატფორმაზეა განთავსებული. ბუნებრივია, ონლაინ გაყიდვებს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს. უახლოეს 18 თვეში, ვფიქრობთ, ჩვენი ყველა ბრენდი ონლაინ პლატორმებზე იყოს წარმოდგენილი.

„რიტეილ გრუპ ჯორჯიას” საქართველოს ბაზარზე ოპერირების 11-წლიანი ისტორია აქვს. რეზო მაღალაშვილი იხსენებს, რომ კომპანიის პირველი პარტნიორი 2012 წელს “საქართველოს ბანკი” იყო, რომელთანაც თანამშრომლობას დღესაც წარმატებით აგრძელებს.

"რიტეილ გრუპ ჯორჯია” პირველი იყო, რომელმაც რიტეილ სექტორში „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით პლასტიკური სასაჩუქრე ბარათების სისტემა დანერგა. მას შემდეგ, კომპანია ბანკის სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად ერთვება. ამასთან, “რიტეილ გრუპ ჯორჯია” ონლაინ გადახდებისთვის „საქართველოს ბანკის“ ტექნიკურ უზრუნველყოფას იყენებს.

როდესაც გლობალურ ბრენდებს წარმოადგენ, აუცილებელია ზურგს სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი გიმყარებდეს. სტაბილური საბანკო პარტნიორი აუცილებელი წინაპირობაა გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობისას. საერთაშორისო გადარიცხვები, საბანკო გარანტიები თუ სხვა საბანკო პროდუქტები განუყოფელი ნაწილია თანამედროვე რითეილ ბიზნესის სამართავად“, - ამბობს “რიტეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები