მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მხარდამჭერებს წარმოადგენენ" - Startup Buro „აგენტების კანონზე"

64076c9e45f78
ალა ისპირიანი
07.03.23 21:35
738
"სტარტაპ ბიუროს" თანადამფუძნებელი და Global Game Jam Georgia-ს თანაორგანიზატორი გური ქოიავა ე.წ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს თავისი დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და "უარყოს ეს საშიში და მავნე კანონი".

"საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები „უცხოელი აგენტი“-ის კანონის შესახებ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კეთილდღეობას, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიასა და პოტენციურად - მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას.

პარტნიორი ორგანიზაციები ევროატლანტიკური სივრციდან - საქართველოს სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მხარდამჭერებს წარმოადგენენ. ჩვენს სფეროში არაერთი ორგანიზაციის არსებობა არის დამოკიდებული ამგვარი ფინანსების ხელმისაწვდომობაზე, რასაც ამ კანონის მიღება შეუშლის ხელს. ეს კი, ნიშნავს ჩვენი ეკოსისტემის უკუსვლასა და განვითარების შეჩერებას.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს, რა სტატუსისთვისაც არაერთი ორგანიზაცია წლებია ვშრომობთ.

საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს თავისი დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და უარყოს ეს საშიში და მავნე კანონი. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, ხელი შეუშალოს - ქვეყნის განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენს წინსვლასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები