მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"pepper საფრანგეთიდან ჩამოვიდა - Covid-19-ის დამარცხებაში დაგვეხმარება" - ტიკარაძე

5eeb634e9969a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 17:10
2064
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას  ქართველი ექიმების Covid-19-ის დამარცხებაში დამხმარე პირველი რობოტი „პეპერი“ წარუდგინდა. 

„დღეს რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს.. პირველი ჩემი დამხმარე “პეპერია”, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. ახლა ქართულს სწავლობს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელე-მედიცინაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ხოლო ღონისძიების დასასრულს ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ რობოტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, მის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ფლობენ, ამიტომ „პეპერს“ საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენენ.

„პეპერი ნამდვილად გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში და შესაბამისად ის ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს და ასევე ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში და მას შემდეგ, რაც ჩვენ და პეპერი უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ კიდევ შევხვდებით“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

რობოტი „პეპერი“ საზოგადოებას ქართულად მხოლოდ მიესალმა და თქვა, რომ პარიზიდან გუშინ ჩამოფრინდა, იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში.

BMG შეეცდება გაარკვიოს თუ როდის შეიძინა სამინისტრომ რობოტი Pepper-ი და რა გადაიხადა უწყებამ მასში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები