მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი" - გაბუნია

612cb3f19b801
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 14:35
923
"არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. „პრევენციული ღონისძიებები, რაც უკვე გატარებულია, მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს კვლავ ზრდა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებლის კლებას, გაბუნიას თქმით, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, კერძოდ, დაახლოებით, ორი კვირა, რათა ახალი ინფიცირების რიცხვის სტაბილიზაციას გარდაცვალების რაოდენობის სტაბილიზაცია მოჰყვეს.

„ჩვენი მოლოდინით, ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.04%. ასევე, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები