მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასტუმრო ავრცელებს.
"აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.
რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან შემხებლობაში ჩაუტარდათ ტესტირება და ყოველივე მათგანს მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში", – წერია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, სასტუმრო "პარაგრაფი" აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.