მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროლესკი საქართველო" მთაში სპორტსკოლის გახსნას გეგმავს

61fbaddc3afbc
მარიამ იზორია
04.02.22 09:00
1405

“პროლესკი საქართველო” მთაში სპორტსკოლის გახსნას გეგმავს. “პროლესკი საქართველოს” დამფუძნებელი გურო გოგიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სკოლა სავარაუდოდ, გუდაურში გაიხსნება, სადაც თხილამურებით სრიალის სწავლა რეალურ სივრცეში იქნება შესაძლებელი. 

მისივე თქმით, გარდა სპორტსკოლისა 2023 წლისთვის თბილისსა და ბათუმში “პროლესკი საქართველოს” ახალი ფილიალების გახსნაც განიხილება.

“პანდემიამ გეგმები აგვირია, თუმცა 2023 წლის ზამთრისთვის სპორტსკოლის გახსნა გვინდა, სადაც თხილამურებით სრიალს რეალურ სივრცეში შევასწავლით. ამასთან, დიდი მოთხოვნაა ბათუმიდან, აჭარაში გოდერძის კურორტია, თუმცა თხილამურებზე დგომა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ვფიქრობ, გოდერძი “პროლესკის” გარეშე ვერ განვითარდება, ამიტომ სამომავლოდ ფილიალის გახსნა ბათუმშიც განიხილება” - განმარტავს გურო გოგიშვილი. 

თითო ობიექტის გახსნისთვის 800 000 ლარიდან მლნ-ნახევრამდე ლარია საჭირო.

“პროლესკი საქართველო”, რომელიც ამიერკავკასიაში ოფიციალური წარმომადგენელია, ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ობიექტის საშუალებით თხილამურებით სრიალის სწავლა თბილისში ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, 8 გაკვეთილის ღირებულება 390 ლარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები