მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროსპექტი": გუნდის წევრების მოძიებაში ჩვენ დაგეხმარებით (R)

6197b98c0ba41
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.21 09:30
2815
„პროსპექტი“ მეექვსე წელია, რაც ქართულ ბაზარზე გაყიდვების და მარკეტინგის საკონსულტაციო სერვისს წარმატებით ეწევა. 2018 წლიდან ჩვენ პროდუქტებს ახალი ხაზი დავამატეთ: გაყიდვების აუთსორსინგი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის. ამჟამადაც საინტერესო სიახლე გვაქვს, „პროსპექტში“ კიდევ ერთი ახალი მიმართულება და პროდუქტი შემოვიტანეთ - HR ქონსალთინგი. აღნიშნული პროდუქტი თქვენ და თქვენს ორგანიზაციებს დაგეხმარებათ და გაგიმარტივებთ ადამიანური რესურსების სწორად მართვას, ახალი კადრების მოძიებას თუ შერჩევას, HR სისტემების, პროცედურებისა და პოლიტიკის შექმნა/განვითარებას. ჩვენი მიზანი კი, მომავალში საკონსულტაციო სერვისების გაფართოება და ახალი მიმართულებების დამატებაა.

HR ქონსალთინგს ჩვენი გუნდის წევრი აღნიშნულ სფეროში საჯარო და კერძო სექტორში 15 წლიანი გამოცდილების მქონე HR კონსულტანტი გოგა შარაშენიძე გაგიწევთ. ის კარგად იცნობს დღეს კომპანიებისთვის საჭირო პროდუქტებსა და მის პრაქტიკაში დანერგვის წესებს. ასევე მისთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემები, გამოწვევები და მათი მოგვარების გზები, რომლებიც ამ მიმართულებით დღეს ორგანიზაციებში არსებობს. HR ქონსალთინგის მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა კომპანიების წარმატებაში და გავხდეთ მათი სანდო პარტნიორი.

შეთავაზებული პროდუქტები:

1. რეკრუტინგი - გუნდის წევრების მოძიება და შერჩევა, რაც ერთი შეხედვით მარტივი პროცესი ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ კანდიდატის კვალიფიკაცია თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის მოთხოვნებთან და მოლოდინებთან, ის სრულად უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მისწრაფებებს. სწორი კანდიდატის შერჩევამ შესაძლოა დიდი წარმატება მოუტანოს კომპანიას, ხოლო არასწორი კანდიდატის შერჩევამ პირიქით, უარყოფითი გავლენა იქონიოს კომპანიის შედეგებზე.

2. HR ადმინისტრირება - თანამშრომლებთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კომპანიის ხელმძღვანელობისთვის. მისი გაუთვალისწინებლობა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ რეპუტაციულ რისკსაც შეიცავს. თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის/მონაცემების, შრომითი ხელშეკრულებების, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა/შეჩერების, HR დოკუმენტების, პერსონალთან დაკავშირებული ბრძანებების/ოქმების/ცნობების ადმინისტრირება და მართვა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალის, რომელიც HR ადმინისტრირებას ეხება.

3. HR სოფტის დანერგვა - ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვა დღესდღეობით ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ორგანიზაციებისათვის. ქაღალდებზე წარმოებულ დოკუმენტებში ინფორმაციის მოძიების სირთულე, HR პროცესების კონტროლის სირთულე, „ხელით“ მუშაობისას დაშვებული შეცდომები, სხადასხვა სახის უზუსტო რეპორტები - აღნიშნულ პრობლემებს გამართული და სწორად დანერგილი HRMS მოგიგვარებთ.

4. შეფასების სისტემის დანერგვა - მნიშველოვანი საკითხი, რომელიც წარმოადგენს შედეგების მართვის (performance management) ნაწილს, ანუ გუნდის ან გუნდის წევრების შეფასებას დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ეფექტურობის მიხედვით. ეს გამოცდილება დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი გუნდის შესაძლებლობები, წინასწარ განსაზღვროთ შედეგები და გაზომოთ/შეაფასოთ თანამშრომელთა კომპეტენციები.

5. HR აუდიტი - სად არის დღეს თქვენი კომპანია HR პროცედურებისა და პოლიტიკის მიხედვით? რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული დოკუმენტაცია დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან? რამდენად შესაბამისობაშია HR პროცესები ორგანიზაციაში არსებულ წესებთან და კორპორატიულ კულტურასთან? - აღნიშნული საკითხვების გარკვევაში HR აუდიტის მომსახურება დაგეხმარებათ.

6. თანამშრომელთა განვითარება - ორგანიზაციის დახმარებით გუნდის წევრების ცოდნის გაღრმავების, მათი ინტერესების კარგად შეცნობის და უწყვეტი განვითარების პროცესი. შიდა და გარე ტრენინგები და სწავლება დაგეხმარებათ გაზარდოთ თანამშრომელთა ცოდნა და შესაბამისად მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი.

ადამიანური რესურსების სწორად და გამართულად მართვა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია კომპანიის წარმატებისთვის. სწორი პოლიტიკის დანერგვა თქვენს გუნდს აძლევს სწორ მიმართულებას, რაც ამარტივებს მიზნის ჩამოყალიბებას და შემდეგ მის რეალობაში გარდაქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები