მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პსპ ფარმამ" "ქართული ლუდის კომპანიის" 12,39%-იანი წილის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო

634063c7bb57f
BM.GE
07.10.22 21:35
894
"პსპ ფარმამ" მიიღო გადაწყვეტილება „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი გაასხვისოს. ინფორმაციას თავად "პსპ ფარმა ავრცელებს. 

"მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში PSP-მ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) 12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები