"პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა გასარკვევად თუ რა მუხლით დააკავეს ზურა ვარდიაშვილი ან სად გადაიყვანეს. ამ ეტაპზე შსს-ს პრესსამსახურში ინფორმაციას აზუსტებენ.
ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ზურა ვარდიაშვილიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. შსს-ს აღნიშნულზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.




























