მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პულსარი" "ბილაინთან" ურთიერთობას წყვეტს

6223173753bd8
BM.GE
05.03.22 11:52
1303
ქართული კომპანია "პულსარი", რომელიც საქართველოში "სუპერნოვას" სახელით მოღვაწეობს, აცხადებს, რომ მათ კლიენტთან, "ბილაინთან" ურთიერთობას წყვეტს. როგორც პულსარის თანადამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება კომპანიამ უკრაინის სოლიდარობის მიზნით მიიღო.

"ჩვენ, ხალხს, ერთად ბევრად მეტად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, ვიდრე მთავრობებს და მოდით არ გავჩერდეთ. ჩვენ წარმოვადგინოთ ჩვენი თავი პირველ რიგში ჩვენივე "სანქციებით" და ქმედებებით და ნუ დაველოდებით იმათ, ვისაც ამ სიმახინჯეში ყოფნა შეუძლია და პირადი უსაფრთხოება და პირადი კეთილდღეობა ურჩევნია ღირებულებებით ცხოვრებას.

ქართული პულსარი, რომელიც ჩვენი ამერიკის exit შემდეგ საქართველოში "სუპერნოვა" - ს სახელით მოღვაწეობს, ემსახურება ადგილობრივ კომპანიებს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რითიც დაიწყო "პულსარი".

დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ ჩვენს კლიენტთან, “ბილაინთან” (ვიონი საქართველო) ურთიერთობა და დავაძინოთ ჩეთბოტი "სუპერ ბი".

ამ კომპანიაში ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და გული გვწყდება, რომ მათთან აღარ მოგვიწევს გადაკვეთა, მაგრამ გვჯერა, რომ ისინიც სიმართლის მხარეს დგანან და აუცილებლად შევძლებთ მომავალში ერთად ვემსახუროთ ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს რუსეთის გარეშე.

გვსურდა, სანამ დავემშვიდობებოდით "სუპერ ბი" - ს, გაგვეკეთებინა ასეთი კამპანია ამ ბოროტების წინააღმდეგ:
რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ დავემშვიდობებოდით "სუპერ ბი" - ს, ბოტი შეტყობინებებს დაუმატებდა მესიჯს "Slava Ukraini! დიდება უკრაინას!" ამ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ კომპანიისგან. შესაბამისად, აუცილებელი სამუშაოების შემდეგ, ჩვენ პირდაპირ დავაძინებთ “სუპერ ბი” - ს.

ამის პარალელურად, კიდევ ერთ კომპანიასთან გავწყვიტეთ თანამშრომლობა და ეს Kvalifika -მ დააინიცირა. ცოტა ხნის წინ, მოხდა კომპანია Kvalifika - ს და "სუპერნოვა" - ს (aka ქართული პულსარი) დისტანციური ვერიფიკაციის მიმართულების შერწყმა და განვაგრძეთ ოპერირება ერთ კომპანიად. ამ დღემდე, ეს კომპანია ემსახურებოდა ამ სერვისით VTB Bank - ს. Kvalifika - მ მიიღო გადაწყვეტილება და VTB Bank - თან შეწყვიტა თანამშრომლობა. მადლობა Kvalifika - ს გუნდს ამისთვის"-წერს დაჩი ჭოლაძე ფეისბუქზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები