მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნების" ოფისთან საზმაუს წამყვანი ირაკლი აბსანძეც დააკავეს

60ec9a6286a2e
BM.GE
12.07.21 23:33
1701
შსს-ს ცნობით, ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს. როგორც მედიიდან ირკვევა, მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, აბსანძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე სტატუსი დაწერა, რითიც გამოხატა პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"ღარიბაშვილი აუცილებლად გადადგება. და 2 კვირაში არავის ემახსოვრება, ვინ იყო.

გამოცდილება მალაპარაკებს. რობოტ-მტვერსასრუტს მამუკა დავარქვი ბახტაძის ინსპირაციით.

იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მამუკა ბახტაძეზე ხანგრძლივი იქნებოდა", - დაწერა აბსანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები