მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა თქვეს სათქმელი" - კელი დეგნანი

640adb1991bb2
მარიამ ვარადაშვილი
10.03.23 11:30
983
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად ჩააგდოს უცხოური გავლენების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი.

“ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს.

საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.

საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე”,-ამბობს დეგნანი.

საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები